top of page
ᲐᲜᲢᲘᲓᲘᲡᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲪᲘᲣᲚᲘ
ᲙᲐᲜᲝᲜᲘ - ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ
მარი წაქაძე
ელენე ასაშვილი
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Project
2012-2013 წლებში „თბილისი პრაიდის“ გამართვის მცდელობას მკვეთრი დაპირისპირებები მოჰყვა, როგორც სამოქალაქო ისე სასულიერო პირებისგან. 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწლეები ლგბტ ჯგუფის მიმართ უარყოფითად იყვნენ განყობილნი და არ აძლევდნენ მათ მშვიდობიანი მსვლელობის გამართვის საშუალებას. ასევე სასულიერო პირების გამო ჩაიშალა რუსთაველზე ლგბტ ჯგუფის მიერ გამართული აქციაც, მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს
პოლიციის კორდონი.
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Image
2014 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა, ეს გადაწყვეტილება კი სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს.
ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორს, თამთა მიქელაძეს, რომელმაც განაცხადა რომ კანონის განხილვის დროს პირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა” დასახელდა და ეს ჩანაწერი ბევრმა ხელისუფლების გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისად აღიქვა. პროსტესტი მოჰყვა კანონში დისკრიმინაციულ ნიშნებში და საფუძვლებში ლგბტ-ს მითითება, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ხაზგასმას.
ზემაღნიშნულის ფონზე ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო. განცხადებამ, აღნიშნული კანონის მიღების შესახებ სასულიერო პირების დიდი პროტესტი გამოიწვია, რასაც პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე დღიანი პროტესტიც მოჰყვა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „“ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვან გარყვნილების ქადაგება!” “დავიცვათ ოჯახური სიწმინდის ზნეობრიობა”, “მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია!”. ამას გარდა მღვდლებმა სავედრებელი პარაკლისიც გამართეს და დახმარება ღმერთს სთხოვეს.
პროტესტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.
რას ნიშნავს ანტიდისკრიმინაციული კანონი და რა არის მისი მიზანი?
კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში. ( წყარო - https://bit.ly/2TdppMg)
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Text
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Pro Gallery
აღნიშნულმა კანონმა 25 დისკრიმინაციული კანონი მოიზარა, ამას გარდა განსაზღვრა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის მნიშვნელობა და თავად დისკრიმინაციის პრინციპიც განსაზღვრა.
ანტიდისკრიმინაციულ კანონს სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობს. ომბუდსმენი ყოველწლიურად აფასებს და აჯამებს დისკრიმინაციის ნიშნით მიმართვიანობას. ბოლო ანგარიშების მიხედვით კი, პირველ ადგილზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა. პირველ ხუთეულში ასევე შევიდა რელიგიის ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრებების გამო დისკრიმინაცია.
ვის იცავს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“?, რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება?, ადგენს თუ არა კანონი აღსრულების მექანიზმებს?, სწორედ აღნიშნული კითხვები წარმოიშვა კანონის მიღების თანავე, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.
სტუმრებს შორის პარლამენტის იმ დროინდელი წევრი, თამარ კორძაიაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება არის გარღვევა. იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ კი განაცხადა, რომ საზოგადოება დისკრიმინაციას უკვე მიჩვეულია და მათთვის დისკრიმინაციის თმენა ნორმაა.
„პოლიტიკური მნიშვნელობა იყო ის, რომ ეკლესიის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის მიუხედავად სახელმწიფომ დეკლარაციულ დონეზე მაინც გამოხატა თავისი ნება, რომ პატივს სცემს თანასწორობის უფლებას განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი. და სახელმწიფომ გაუძლო ზეწოლას და წნეხს და კანონიდან არ ამოიღო ის ოთხი სიტყვა, რომლის ამოღებასაც დაჟინებით ითხოვდნენ - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“ - განაცხადა იურისტმა გიორგი გოცირიძეს. (წყარო რადიო თავისუფლება)
აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ ულტრანაციონალისტური ჯგუფები კანონის გადახედვას მოითხოვდნენ. ჰომოფობიურად განწყობილი ნაციონალისტური ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე კი იმდროინდელ და მომავალ მთავრობასაც აფრთხილებდა, რომ თუ არჩევნებში ხმების მოპოვება სურდათ, ამისთვის ეს კანონი უნდა გაეუქმებინათ, თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ულტრანაციონალისტების ჯგუფის ნაწილი ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ზოგადად არაფერს ერჩის, მთავარია მასში არაფერი ეწეროს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით თანასწორობაზე.
დღევანდელი ხლეისუფბლება, მმართველი გუნდი - „ქართული ოცნება“, ამ კანონის მიღებით ამაყობს და აცხადებს, რომ აღნიშნულით ყველა ადამიანი, რომელიც რომელიმე ნიშნით შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს დაცულია სწორედ ამ კანონის ფარგლებით, თუმცა 2021 წლის 5 ივლისს, თბილისის პრაიდის გმართვის დროს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ თბილისის პრაწიდიას გამრთვა, რადგან მათივე მტკიცებით ამას შესაძლოა სიტუაციის გამწვავება მოჰყოლოდა.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემიჯნებოდეს დისკრიმინაციას და უნდა იცავდეს ყველა ადამიანს, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლი ან მომავალი მსხვერპლია. ამ კანონის მიღება კი აღნიშნავს, იმას რომ საფუძვლიანად მისი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს.
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Text
ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲚᲒᲑᲢ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Text
ანტიდისკრიმინაციული
კანონი: Video
bottom of page