ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘ
5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘᲓᲐᲜ
ანა კიკნაძე
ელენე მესხია
სიუჟეტში გამოყენებულია TV პირველის კადრები
ვიდეო: ტვ პირველი
ეს ის ბოლო კადრებია, რომლის გადაღებაც ლექსო ლაშქარავამ თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო. ტვ პირველის ოპერატორი 5 ივლისს, სასმახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, ჟურნალისტ მირანდას ბაღათურიასთან ერთად. 20-მდე რადიკალი პარლამენტიდან სირცხვილიას ოფისისკენ დაიძრა, სადარბაზოში კი ლექსო, მირანდა და მხოლოდ ერთი სამართალდამცველი დახვდათ. მათი სამიზნეები მედიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. ოპერატორს დაუმტვრიეს აპარატურა, კიბიდან გადაათრიეს და სასტიკად სცემეს. ურტყამდნენ თავის არეში, რის გამოც დაუზიანდა თვალი და ჩაემტვრა სახის ძვლები, დასჭირდა გადაუდებელი ოპერაიაც. დაზიანებები არ მიუღია მირანდა ბაღათურიას.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში, დედამ გარდაცვლილი იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის ბიუროს გარდაცვალების მიზეზზე საბოლოო დასკვნა არ დაუდია, მედიის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ სიკვდილი მიღებულმა დაზიანებებმა გამოიწვია. ასევე ამბობენ, რომ სისხლში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა გასაკვირი არ არის, რადგან მას კლინიკაში ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად მორფი უკეთდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ოპერატორი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.
მედიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა მასშტაბურ აქციებს აწყობენ სახელწოდებით “ლექSOSთვის” და მოითხოვენ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
ასე გააცილეს ტვ პირველის ოპერატორი მედიის წარმომადგენლებმა ბოლო გზაზე. მას საკუთარი სახლიდან სასაფლაომდე ტაშით მიაცილებდნენ. ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ 5 პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲐ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲖᲔ - ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲨᲘ
ღისების მარშის ჩასაშლელად გამოსული რადიკალები მედიას დაუპირისპირდნენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟირნალისტებს და ოპერატორებს, ლეწავდნენ ტექნიკას, დაარბიეს პარლამენტის წინ მდებარე კარვები და ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. მათი სამიზნე ჩაცმულობის გამო რიგითი მოქალაქეებიც გახდნენ, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.
“რაც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს, ეს ხალხი - რომელიც ქუჩაში, თავისუფლად დათარეშობდა და ძალადობდა ჟურნალისტებზე, არამხოლოდ წახალისებულები იყვნენ ხელისუფლების მხრიდან, არამედ იყვნენ მათ მიერ მართულები და დაორგანიზებულები”. - ასე აფასებს 5-6 ივლისის მოვლენებს, სირცხვილიას აქტივისტი ნოდარ რუხაძე. Მისი აზრით, ხელისუფლებამ მოძალადე დაჯგუფებები წაახალისა. ამის მაგალითი იყო 5 ივლისს პრემიერ მინისტრის გაკეთებული განცხადება, რომელმაც
ფაქტორივად მწვანე შუქი აუნთო რადიკალებს.
Ხელისუფლების განცხადება იყო, რომ მე თქვენ არ დაგიცავთ და არ შევეცდები ამ ჯგუფების ძალადობის აღკვეთას. Ღარიბაშვილის განცხადება რეალურად იყო პირდაპირი მესიჯი მოძალადე ჯგუფების მიმართ - მიდი ბიჭებო გააკეთეთ რაც გინდათ.
Ერთადერთი გამოსავალი არის წინააღმდეგობა და შეუპოვარი, უპრეცედენტო ერთიანობა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების და კრიტიკული მედიის
ნოდარ რუხაძე
5 ივლისს, მას შემდეგ რაც მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დახიეს, დაახლოებით 12 საათზე, ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე მორგოშიამ, პარლამენტთან დააორგანიზა ჯგუფი და მოუწოდა მათ, აქტივისტების საცემად, სირცხვილიას ოფისისკენ გადასულიყვნენ. Მოძალადეებს აქტივისტები შენობაში არ დახვდათ, თუმცა სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას და სცემეს ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას.
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას და განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გმობენ აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მედიას. მათ შორის არის “შეცვალეს” აქტივისტი ნიკუშა ფარულავა.
მოძალადეების თავდასხმის მთავარი ობიექტი ხელისუფლების წახალისებით, იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც უარი თქვეს ქართული ოცნების დაქვემდებარებაში ყოფნაზე.
ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება კრიტიკული მედიის მიმართ... შედეგით კი პრემიერი კმაყოფილი დარჩა.
ნიკა ფარულავა
„შეცვალეს” წევრს ეჭვი აქვს, რომ პრაიდის ჩატარებას ხელისუფლებამ განზრახ არ დაუჭირა მხარი, რადგან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის უმრავლესობის და საპატრიაქროს გული მოეგოთ.
ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, სხვების მსგავსად, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ გომელაურის უწყებამ განზრახ არ დაიცვა მედიის წარმომადგენლები ძალადობისგან, მიმდინარე მოვლენების უკან კი პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს ხედავს.
“ეს ყველაფერი იყო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, ძალადობრივი ჯგუფები ასრულებდნენ წინასწარგაცემულ დავალებას, შეუძლებელია, რომ 53 ჟურნალისტზე ძალადობა ყოფილიყო შემთხვევითი, ეს იყო ნადირობა ჟურნალისტებზე, რომლის დამკვეთი იყო ივანიშვილი განმახორციებლები კი ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პუტინისტმა ჯგუფებმა”. - ამბობს ჩხარტიშვილი.
ლაშა ჩხარტიშვილი გვიყვება, რომ ხელისუფლებას ყოველთვის მიზანში ჰყავდა ამოღებული კრიტიკული მედია. ახსოვს 20 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტები და ცესკოსთან მიმდინარე პროცესებიც.
მე მახსოვს, ცესკოს შენობასთან, როცა აქციის დარბევა დაიწყო, წყლის ჭავლს მიზანმიმართულად იმ ადგილს უმიზნებდნენ, სადაც მედიის წარმომადგენლები იდგნენ, ფორმულას ჟურნალისტი მანქანიდანაც გაადაისროლა დამიზმებულმა ჭავლმა. გვახსოვს 20 ივნისიც, სადაც უამრავი ჟურნალისტი დაშავდა. ახლა უბრალოდ მასშტაბები და ფორმა იყო განსხვავებული
ლაშა ჩხარტიშვილი
ფოტო: პუბლიკა
6 ივლისს, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, მათ ადგილზე წინა დღით განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ქვიარ საზოგადოებას. Პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავდნენ, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს, სხვადასხვა საგნებს, კვერცხებს.
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა იყო რუსული გეგმა, მათი პროპაგანდის ნაწილი რომელთა დაკვეთას ასრულებს ქართული ოცნება. “ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალადობა არ იყო წინასწარ გაცემული, ორგანიზებული გეგმის ნაწილი, რაც მე მჯერა, რომ იყო, როცა მოძალადე უყურებს ტელევიზორში, რომ ადამიანები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და ამაზე ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ, ეს არის ბუნებრივი სიგნალი ბევრი მოძალადისთვის, რომ მუშტები იქნიოს. ყველას უნდა შეეძლოს მშვიდად ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებებით. ეს დაპირისპირება, რისი სიმბოლოც გახდა ევროკავშირის დროშის დაწვა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის, ვიღაცა უბრალოდ პრაიდის წინააღმდეგ, ეს არის რუსული გეგმა, ანტიდასავლური პროპაგანდის გასაღვივებლად”. - ამბობს ხოშტარია.
“დროას” ლიდერის აზრით, ახლა მთავარი მიზანი და გამოსავალი, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილებაა. ამ მიზნის მიღწევაში კი საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას ხედავს.
რაც შეეხება ჩვენი, მოქალაქეების, პოლიტიკოსების აქტივისტების პასუხისმგებლობას, ნორმალურ ქვეყანაში კი არა, არანორმალურ ქვეყანაშიც კი უნდა ეცადო ესეთ დროს, რომ ასეთი პრემიერმინისტრი, თუნდაც სიმბოლურად გადადგეს. თუმცა, მე არ ვიქმნი ილუზიას, რომ თუ ღარიბაშვილი გადადგება, ამით პრობლემა აღმოიფხვრება. ძალიან ბევრი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ იქნება გამარჯვება. უნდა მოვიშოროთ სისტემა არჩევნების გზით.
არის კრიზისები, ხდება, ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ასეთი მასშტაბის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე, ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ტრაექტორიას. თუ ამას არ შევებრძოლებით, უნდა ვხედავდეთ ჩიხს, საითაც მივექანებით
ელენე ხოშტარია
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ ᲥᲣᲩᲐᲨᲘ
5-6 ივლისის მოვლენების გამო, პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. Გამოძიებგარდა ჟურნალისტებზე ძალადობისა, სხვა კანონდარღვევებზეც მიმდინარეობს, ესენია - მოძრაობა სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისებზეკ, ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაზე თავდასხმა, სადაც "თბილისი პრაიდის' ორგანიზატორები იმყოფებოდნენ. მოძალადეები სავარაუდოდ, პიროტექნიკას აფეთქებდნენ, რამაც ერთი მოქალაქის დაზიანება გამოიწვია. 5 ივლისს სულ 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა, მათი ნაწილი კვლავ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.