top of page
ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲐ ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘᲖᲛᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲗ
მაშო ჯავახიშვილი
დეა ტატიშვილი
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Project
5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ გაპროტესტების მიზნით ძალადობრივმა ჯგუფებმა შეკრება დაიწყეს პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან. ძირითადად ამ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ: „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“, რომლის დამფუძნებელია გურამ ფალავანდიშვილი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სასულიერო პირები და ალტ-ინფოს წარმომადგენლები.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Pro Gallery
ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მოტივი შეკრებისა იყო ეროვნულობა, ქრისტიანობა და ღმერთი. ისინი აპროტესტებდნენ „უკანონობის დაკანონებასა“, მოითხოვდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას. ასევე აღნიშნავდნენ, რომ უცხოელი პარტნიორები არ უნდა ერეოდნენ საქართველოს პოლიტიკური პროცესების წარმართვაში და საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ ყველა განსახილველ საკითხს, „მათ ჭკუაზე უნდა იყოს ყველაფერი“. აქციის წევრები მოითხოვდნენ უნგრეთში მიღებული „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ მსგავსს კანონს, რომელიც აკრძალავდა საჯაროდ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. ისინი ღიად უწოდებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრებს „ავადმყოფებს“ და ამბობდნენ, რომ მათ „არ გააგულავებდნენ“. ისინი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სახელით, მოუწოდებდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მისულიყო პარლამენტის შენობასთან და დალაპარაკებოდა მათ. ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორმა ღიად წარმოთქვა, რომ დევნიან ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს და რომ ქვეყანა „მათნაირად მოაზროვნე“ ხალხისაა. ძალადობრივი ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წარმომადგენელი, გიორგი ქარდავა, აქციაზე აღნიშნავდა, რომ გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს, ადანაშაულებდა მედიას ლიბერალური შეხედულებებისთვის და მისი გავრცელებისთვის. იგი ლიბერალიზმს უწოდებდა „საწამლავს“ და ღიად გამოხატავდა აქციაზე ანტიდასავლურ დამოკიდებულებებს.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
„ჩვენ ხელოვნურად გვეუბნებიან, რომ ქრისტიანული რწმენა, ჩვენი ეთიკა, ჩვენი მორალი, ჩვენი კულტურა არის ჩამორჩენილი, არაპროგრესული. ჩვენ იგივე გზა უნდა ავირჩიოთ რაც დასავლეთმა. რა მოხდა დასავლეთში? დასავლეთში მალე თვითონ იქაურები აღარ იქნებიან, დასავლეთში მალე იქნება სხვა კულტურების, სხვა ერების დომინაცია და ჩვენ იგივე გზა არ უნდა ავირჩიოთ, იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ“- აცხადებს გიორგი ქარდავა.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Image
აქციაზე შეკრებილმა ხალხმა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო. ძალადობის არც ერთი ფაქტი ორგანიზატორებს არა თუ არ დაუგმიათ, პირიქით, თვითონვე იძალადეს. ძალადობა კი წაახალისა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა აქციაზე ისაუბრეს დემოგრაფიულ მონაცემებზეც, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირდება და რომ ეს არის რეალური საფრთხე.
მათთვის, ასევე, საფრთხეს წარმოადგენს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებები. მათ აშინებთ, რომ ლგბტ ადამიანებს ბავშვის აყვანის უფლება ექნებათ, სკოლებში, ბაღებში ტრანსგენდერების შეყვანა და ლგბტქ+ ადამიანების ეკლესიებში სიარული, ეკლესიების მხრიდან მათი მიმღებლობა. მათი მოსაზრებით, ეს ცვლილებები ქრისტიანულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე ამბობენ, რომ უმცირესობაში მყოფ ადამიანებს უფრო მეტად უწევენ ანგარიშს, ვიდრე „უმრავლესობას“. მათ ადანაშაულებენ ყველაფრის ოკუპაციაში. კერძოდ, მასმედიის, სამოქალაქო სექტორის, სპეცსამსახურებისა და გარე ძალების.
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს დამფუძნებელი, ამბობდა, რომ უმცირესობები ახორციელებენ შეტევას ქართველების იდენტობასა და რწმენაზე. მან აღნიშნა, რომ ლიბერალური დოგმებისგან გათავისუფლება აუცილებელია. ერთ-ერთ ლიბერალურ დოგმად დაასახელა „არა ძალადობას“. მისი თქმით, ძალადობა გამართლებულია, როცა იცავ სიწმინდეებს და როცა რწმენას, იდენტობასა და ეროვნულ ინტერესებს ემუქრება საფრთხე. ფაქტობრივად, მან აქციაზე ღიად წაახალისა ძალადობა.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
„ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ დაინახოს, რომ მის ან მისი ახლობლის შვილს ვიღაცა ტრანსგენდერი მიადგა და მას სექსუალური პათოლოგიის ნორმალურობაზე ელაპარაკება, ყველა ნორმალური ადამიანი ფიზიკურად დაიცავს საკუთარი შვილის უფლებას, რომ ასეთი სიბინძურე არ უქადაგოს მას. პრაიდი, სიამაყის მარში, როგორც ისინი ეძახიან არის სექსუალური პათოლოგიის ნორმალიზაციის პროპაგანდა და ამისგან თავდაცვის უფლება გვაქვს, მათ შორის ფიზიკურადაც,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ.
მან დიდგორის ბრძოლას შეადარა
ლგბტქ+ ადამიანებთან და მათ თანამოაზრეებთან იდეოლოგიური დაპირისპირება.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Image
ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲛᲐ ᲯᲒᲣᲤᲔᲑᲛᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲔᲜ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ, ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲐ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ, ᲡᲪᲔᲛᲔᲡ 53 ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢს ᲓᲐ ᲓᲐᲐᲖᲘᲐᲜᲔᲡ ᲛᲐᲗᲘ ᲐᲞᲐᲠᲐᲢᲣᲠᲐ.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Pro Gallery
ᲔᲠᲗ-ᲔᲠᲗᲘ ᲛᲐᲗᲒᲐᲜᲘ ᲡᲙᲣᲢᲔᲠᲘᲗᲐᲪ ᲨᲔᲔᲪᲐᲓᲐ ᲓᲐᲯᲐᲮᲔᲑᲝᲓᲐ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲡ.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Image
ᲓᲐᲐᲠᲑᲘᲔᲡ „ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲞᲠᲐᲘᲓᲘᲡ“ ᲝᲤᲘᲡᲘ.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Pro Gallery
ᲨᲔᲭᲠᲐ ᲡᲪᲐᲓᲔᲡ „ᲡᲘᲠᲪᲮᲕᲘᲚᲘᲐᲡ“ ᲝᲤᲘᲡᲨᲘ.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Image
სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში. ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს, აშალეს პარლამენტის წინ კარვები, პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს უბრალო მოქალაქეებს, სდევნიდნენ ბავშვებს.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Pro Gallery
ისინი უბრალო მოქალაქესაც შეუვარდნენ სახლში, მათ აერიათ ოფისის მისამართი. ქვები დაუშინეს აივანს, ჩალეწეს სადარბაზოს კარები და დააზიანეს კიბეები.
მეორე დღეს, ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მოქალაქეებმა და რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე შეიკრიბნენ, სადაც ისევ გამოჩნდნენ ძალადობრივი ჯგუფები, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციას აღმართული ჰქონდა რკინის ჯებირები მათ შესაკავებლად. მოძალადე ჯგუფები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, ხელკეტებს, რკინის ნაჭრებს, შუშებსა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქციის მონაწილეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
5 ივლისს მოძალადე ჯგუფების წევრებმა პოლონელი ტურისტიც დაჭრეს. ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ ტურისტი მამაკაცი თავდამსხმელებს ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ეგონათ. მედიის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დანით დაჭრეს.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Pro Gallery
თბილისი პრაიდი 2019 წელს 8 ივლისსაც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოძალადე ჯგუფებმა არ მისცეს ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარების უფლება. მოძალადე ჯგუფები წინა დღეებში მათ „ქამრებით გათრევას“ აანონსებდნენ. მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები მაშინაც იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვიარ უფლებების აქტივისტებს არ მისცემდნენ შეკრების საშუალებას. ამ მოვლენებს დაემატა ის, რომ შსს-მ გადაწყვიტა პრაიდის ორგანიზატორებთან არ ეთანამშრომლა და არ დახმარებოდა მათ. ამის გამო, ორგანიზატორებმა პრაიდი გააუქმეს, თუმცა 8 ივლისს გადაწყვიტეს აქცია გაემართათ შსს-თან.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Image
ადგილზე მუქარით მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფები. ლევან ვასაძე, პოლიტიკური მოძრაობა „ერის“ ლიდერი, ჯვრით ხელში უძღვებოდა ძალადობრივ ჯგუფებს პრაიდის გასაპროტესტებელ სხვა აქციებზეც. ასევე, აქტიურად იყო ჩართული გურამ ფალავანდიშვილიც.
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘᲡ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Text
ფოტოები და ვიდეო-კადრები აღებულია სხვადასხვა მედია-საშუალებებიდან
ძალადობა რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელით: Video
bottom of page