top of page
1.jpg

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲘᲞᲐᲠᲐ ᲦᲐᲠᲘᲑᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ

5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

მარიამ კაჭარავა

ელენე ნამიჩეიშვილი

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Work

2021 წლის 1-5 ივლისის ჩათვლით ქვეყანაში პრაიდის კვირეული იყო. ლგბტ თემის მხარდაჭერის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ივნისი-ივლისის თვეში, ყოველწლიურად ტარდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განსხვავება ის არის, რომ აქ ლგბტ თემის წარმომადგენლები, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, მათი უფლებების შელახვის გამო, ღონისძიებებით გარკვეულწილად პროტესტს გამოხატავენ.

საქართველოში პრაიდი პირველად 2019 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თბილისი პრაიდის წარმომადგენლები ღონისძიებას ყოველწლიურად აანონსებენ, თუმცა ყველა მათგანს რადიკალური ჯგუფების მხრიდან მუქარა და ძალადობა თან სდევს.

ქვეყანაში პრაიდის მოწინააღმდეგე რადიკალური დაჯგუფებების არსებობა პრობლემა ნაკლებად იქნებოდა, სახელმწიფოს მათთან მიმართებაში ადეკვატური მიდგომა რომ ჰქონდეს. წლების განმავლობაში აშკარა იყო, რომ არც ერთი პრემიერმინისტრის პირობებში, ლგბტ თემს რეალური მხარდაჭერა არ ჰქონია და ამ პერიოდშიც მათ დასაცავად ღონისძიებები შესაბამისად არ გატარებულა.

ძალადობის გარეშე არც წლევანდელ პრაიდს ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი ღონისძიება დახურულ სივრცეში ჩატარდა, სხვადასხვა ჯგუფებმა მათი ჩაშლა მაინც სცადეს. ღონისძიების ფარგლებში 5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, რომელიც ღია სივრცეში საჯაროდ უნდა ჩატარებულიყო. ღირსების მარშს ლგბტ თემის გარდა უერთდებოდნენ სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფებიც.

ერთი დღით ადრე საპატრიარქომ რუსთაველზე ქაშუეთის ეკლესიასთან „მშვიდობიანი ლოცვა“ დააანონსა, რაც მალევე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, საბოლოო ჯამში კი რადიკალური ჯგუფების თავდასხმების შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. თბილისი პრაიდმა კი ღირსების მარში გააუქმა, ანუ გამოვიდა, რომ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის გამო, საკუთარი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე უარის თქმა, კვლავ ლგბტ თემს მოუწია.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Image
166124272_10218713965307174_3090822301357310494_n.jpg

ანა სუბელიანის OP-ED

გულწრფელი რომ ვიყო, მიტოვებულადაც ვგრძნობ თავს, იგნორირებულად. რამდენიმე დღეა, აი ასე ყველაფრის შედეგად ერთიანად ძალაგამოცლილი ვზივარ და ვუყურებ ტელევიზორს, ვუსმენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ვცდილობ გავიაზრო, რანაირად ხდება ის, რომ მთელი ამ ამბიდან ჩვენ სრულებით გავქრით. მთელი ისტორიიდან, რომელსაც ამ დღეებში ვისმენთ, ამოშლილია ქვიარების ბრძოლა, ბრძოლა თანასწორობისთვის, ბრძოლა სიძულვილის წინააღმდეგ, ჰომოფობიური სიძულვილის წინააღმდეგ. გამქრალია მთელი კონტექსტი, მთელი წინაპირობა იმ ჯოჯოხეთისა, რომლის წინაშეც ახლა მთელი საზოგადოება ერთად ვართ. ყველა ცდილობს გაექცეს ჩვენს ხსენებასაც კი, თითქოს არ ვარსებობთ, თითქოს არაფერი მომხდარა ჩვენს თავს და ჩვენს შესახებ. თითქოს სწორედ ჩვენთვის ყველაზე საბაზისო უფლების წართმევის მიზნით არ დაატრიალეს ჩვენმა ხელისუფლებამ, საპატრიარქომ და ტეროორისტებმა ძალადობის ქარიშხალი თბილისის ქუჩებში. მართლა ვერ ვხვდები, რანაირად ყვება ყველა ამ ისტორიას ამის ხსენების გარეშე. ამ დროს კი მთავარობა ღია ომს გვიცხადებს აქტივისტებს, ქვიარებს ქუჩებში კვლავ თავს ესხმიან და არც მედიისთვის და არც პოლიტიკოსებისთვის ჩვენ არ ვარსებობთ. ფერადთმიან ახალგაზრდებზე თუ იტყვის ვინმე ორ სიტყვას, ესეც გვიხარია, რადგან ყველამ ვიცით ამ კოდურ ფრაზაში მხოლოდ ფერადთმიანები რომ არ იგულისხმებიან.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Quote

5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:
 
„მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე...... რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში," - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის გამოსხვლა საზოგადოების ნაწილმა, მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებად მიიჩნია. პრემიერის განცხადებებს კი ფაქტია, რომ 53 დაშავებული ჟურნალისტი და საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის უფლებების შელახვა მოჰყვა.

საფრთხე, რომ რეალური იყო, ეს წესით, ხელისუფლებასაც უნდა სცოდნოდა. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებამდე, გაცილებით ადრე დაიწყეს. უწყების წარმომადგენლებთან საუბარი შედგა, ფილმის ჩვენების დღეზეც და ფესტივალზეც.
შსს-სთან კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო 5-შიც, უშუალოდ მარშის დაწყებამდეც, თუმცა მანამდე 11:00 საათზე პრემიერმინისტრმა განცხადება გაავრცელა. თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ძალადობის პრევენციისთვის, პრემიერს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა მისი შეფასებით, ღარიბაშვილმა არათუ დაგმო ძალადობა, არამედ წაახალისა.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text

„სიმკაცრე არ ყოფილა, არ ყოფილა ძალადობის დაგმობა. ამ ვითარებაში ბერვი რაღაცის გაკეთება შეეძლო ნორმალური ქვეყნის პრემიერმინისტრს. შეეძლო პრევენციულად ემუშავა და დაეკავებინა ძალადობის ორგანზატორები. მაგრამ არა თუ ეგ გააკეთა, არამედ ეს განცხადება იყო პირდაპირი წახალისება, რომ ახლა მიდით და რაც გინდათ ის შეგიძლიათ უქნათ აქტივისტებს. ჟურნელისტები ამ ყველაფერში წინა ფლანგზე აღმოჩნდნენ, მართლა სასწაულებრივად გავასწარით ჩვენ სირცხვილიას ოფისიდან. რაც გამოიკვეთა არის ის, რომ არათუ ეწინააღმდეგებოდა ამ მოძალადე ჯგუფებს, არამედ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა“,-თქვა თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text
როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Video

2021 წლის პრაიდის კვირეული პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ლგბტ თემის წარმომადგენლები, ზიზღის, მუქარისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ. ვითარება თითქმის იგივე იყო წინა წლებშიც, თუმცა იდენტური იყო ხელისუფლებების პოზიციებიც. თემის მიმართ განსაკუთრებული აგრესია გამოვლინდა 2013 წლის 17 მაისსაც, საქართველოს პრემიერმინისტრი მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text

ვთვლი, რომ ღარიბაშვილი ბევრად უფრო კორუმპირებული და ბნელია, ვიდრე გიორგი გახარია. ამ დოზითაც კი სხვაობაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრემიერია ღირებულებების თვალსაზრისით. 2013 წელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელში მოხდა და ეს 5 ივლისიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელში მოხდა. აძლევს ყველაფრის უფლებას ალტ-ინფოს და

ეგეთ ფაშისტ ჯგუფებს

გიორგი თაბაგარი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

გიორგი თაბაგარი111.jpg
როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Quote

2013 წლის შემდეგ იყო გარკვეული გაუმჯობესებებიც, მათ შორის იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაც, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, იქნება ეს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვი.

თუმცა გიორგი თაბაგარის შეფასებით, ეს არა ხელისუფლების სურვილიდან, არამედ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა.


ის, რომ მოქმედი პრემიერმინისტრის მხრიდან ლგბტ თემს მხარდაჭერა არ აქვს, ჩანს ირაკლი ღარიბაშვილის სხვა განცხადებებშიც. პრემიერი ამტკიცებს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები ქვეყანაში დაცულია და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ:


„ჩვენს მოსახლეობას არავისთან არა აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის," - ამბობს ის.
 

საპირისპიროს ამტკიცებს 17 მაისისა და 5 ივლისის მოვლენები. ღარიბაშვილისგან განსხვავებულად ფიქრობენ, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებიც. გარდა, საჯაროდ საპროტესტო აქციის გამართვისა, მათი უფლებები სხვა კუთხითაც ილახება, ამას კი თან ახლავს სექსუალუი ორიენტაციის გამჟღავნების რთული პროცესი. პრაიდის ორგანზატორები ამბობენ, რომ სწორედ ამ პრობლემების გამო აქვს ღირსების მარშის ჩატარებას პრინციპული მნიშვნელობა და ღირსების მარშით ისინი არა რაღაცას აღნიშნავენ, არამედ მათ წუხილსა და პროტესტს გამოხატავენ.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text

„ძალიან მარტივადაა საქმე. მთელ ცხოვრებას ადამიანები მალვაში ატარებენ, კლუბში შეგიძლია წახვიდე, მაგრამ გარეთ ნუ გამოხვალ. გარეთ ნუ გამოხვალ ნიშნავს ძალიან ბევრ რამეს, ნიშნავს რომ არ გაქვს უფლება შენ შეყვარებულთან ერთად პარკში იყო და როგორც სხვებს აქვთ უფლება ისე მოიქცე, არ გაქვს უფლება იყო ქორწინებაში, არ გაქვს უფლება გყავდეს ბავშვი, არ გაქვს უფლება უამრავ იმ ბენეფიტზე, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს და ეს ყველაფერია დისკრიმინაციული. ამ ყველაფრის გავლა რომ გიწევს და თან ამას ის სირთულეებიც ახლავს, რომ თუ განსხვავებული ხარ და გიწევს ოჯახთან ერთად ცხოვრება და მათთან ქამინგაუთი, უამრავი სირთულეების წინაშე დგანან ქვიარ ადამიანები. ამ ქვეყანაში მათი დიდი ნაწილი წასვლის გარდა, გამოსავალს ვერ ხედავს.  ამიტომ არის საჭირო, უფლებები რომ მოვიპოვოთ ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ ხილვადები, ამოვიდეთ მიწისქვეშეთიდან, ხალხს მივაწვდინოთ ხმა, რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულებები. დღეს თუ მაგალითად 80% ჰომოფობია, ხვალ გვინდა, რომ 70% იყოს, ზეგ გვინდა, რომ 60% იყოს და 50%-ზე რომ ჩამოვალთ მერე გვექნება იმის შსაძლებლობა, რომ სხვა რაღაცებზეც ვიფიქროთ და მშვიდობიანად ვიცხოვროთ“,-თქვა გიორგი თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარი

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Quote

ლგბტ თემის სრულად მიმღებლობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ბევრი ადამიანის ჩართულობას საჭიროებს, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისაც. ზიზღის გაღვივების შემცირებასა და ძალადობის პრევენციაზე ძირითადი და მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკოსების როლიც. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ლგბტ თემის უფლებებზე დღეს უფრო ღიად და თამამად საუბრობენ, თუმცა მათი ნაწილი თემას კვლავ თავს არიდებს.


გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან აქტიურობა გაზრდილია, თუმცა პროცესში უფრო ღია და გაბედულები ქალი პოლიტიკოსები არიან.

მემორანდუმი1_edited.jpg
როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Image

„ეს ყველაფერი საჭიროებს მუშაობას, რაღაც საკითხების გააზრებას კონტექსტის შეცვლასა და ბევრ რამეს, რომელიც თუნდაც ცნობიერებას უცვლის ადამიანებს ან უფრო პოლიტიკურად სხვანაირად უყურებს თემას. ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. წელს გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა ბევრი სამოქალაქო ჯგუფი იყო ჩართული, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ქალი პოლიტიკოსები არიან ისინი, ვინც ყოველთვის უფრო გამბედავები არიან და ყოველთვის უფრო თამამები არიან და უკეთესები ღირებულებების კუთხით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რიტორიკა არის გაუმჯობესებული. მათ შორის მედიაგაშუქების ამბავი არის უკეთესი, წელს იყო წარმოუდგენლად ხარისხიანი და ეთიკური გაშუქება, რაც სხვა პერიოდში არ მახსოვს, ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტური ძვრები გვაქვს, რაც ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხას შეიტანს," - თქვა გიორგი თაბაგარმა

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text
kasho.jpg

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილს, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ვითარება ამ კუთხითაც გაუმჯობესებულია. წლევანდელი პრაიდის კამპანიაში გაცილებით ბევრი ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის იყვნენ ცნობადი სახეებიც. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მხარდაჭერის გამო, ცნობილი ადამიანები თავად ხდებიან ონლაინ ბულინგის მსხვერპლი, პროცესში მათი

ჩართლობა მაინც მაღალია.

„ბევრად გაზრდილია მხარდამჭერების რაოდენობა, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა  ჩვენ კამპანიაში და ის ფაქტი რომ უკვე ცნობადი ადამიანები კამპანიაში მონაწილეობას იწყებენ კარგია. მხარდამჭერებად დაინდეფიცირებაც დაკავშირებულია ონლაინ ბულინგთან, მაგალითად, რა გაუკეთეს გურამ კაშიას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში გარდატეხა მოხდეს," - თქვა თაბაგარმა.

2017 წლის 23 ოქტომბერს ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. სწორედ ამის გამო, ფეხბურთელი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების თავდასხმის ობიექტი გახდა. ქართველი გულშემატკივრის ნაწილი მაშინ, მისი ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვდა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. 

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Image

საზოგადოების ნაწილი რომ თემის მიმართ სოლიდარულია, ეს 6-მა ივლისმაც დაადასტურა. თბილისი პრაიდის ორგანიზატორი ფიქრობს, რომ 5 ივლისის ძალადობის შემდეგ, 6 ივლისს პარლამენტთან დგომა იმ ადამიანების გამარჯვება იყო, ვისთვისაც დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანია.

მგონია, რომ 6 (ივლისი) გამარჯვება იყო ჩვენთვის. რეალურად დაახლოებით თანაბარი ადამიანები ვიყავით გარეთ 5-6-ში ან შეიძლება მეტიც იყო 6-ში პარლამენტის წინ. ჩვენ რომ ვხცოვრობდეთ გარემოში, სადაც ვიღაც ძალადობას არ დააორგანიზებდა, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გამოვიოდა პრაიდზე, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში, ზეიმის ბედნიერებისა და სიკეთის მეტი პრაიდზე არაფერი ხდება. ჩვენ რატომ არ შეიძლება იგივე გვქონდეს. როგორ ქვეყანას ვაშენებთ, მანდედან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ განვითარებული, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი, ტურიზმი ყვაოდეს, მაგისთვის გვჭირდება, რომ აქ ჩამოსულ ადამიანს მინიმუმ არ ეშინოდეს, რომ ვიღაც ქუჩაში მოკლავს. გვჭირდება ელემენტარული წესრიგი იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა არის ოქეი და რა არის ოქეი და ერთი ჯგუფის მიერ, თმების სიგრძის გამო, მეორე ჯგუფზე ძალადობა ოქეი არ უნდა იყოს არსად დედამიწის ზურგზე.

გიორგი თაბაგარი

რთული და ხანგრძლივი პროცესის მიუხედავად, გიორგი თაბაგარი ფიქრობს, რომ საზოგადოების აქტიურობა შედეგს გამოიღებს და საბოლოო ჯამში ადამიანები  ისეთ ქვეყანაში იცხოვრებენ, სადაც განსხვავებების მიუხედავად, მათზე არ ძალადობენ.

„აქტივიზმში რეალურად ვარ იმისთვის, რომ მჯერა ცვლილების, მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ცვლილების მოხდენა. იმედი მაქვს იმ ადამიანების, რომლებიც ჯანრმთელობის და რისკის ფასად ცდილობენ რაღაცები გააკეთონ ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს იმისი, რომ ეს სიკეთე მოერევა ბოროტებას," - ამბობს თაბაგარი.

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text
როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Quote
213802396_1155946874905640_4765761619523403026_n.jpg
როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Text

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

5 ᲘᲕᲚᲘᲡᲖᲔ

როგორ მოიპარა ღარიბაშვილმა 5 ივლისი: Image
bottom of page